"საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ გამარჯვებულიც“ – თემურ ქეცბაიას ემოციური პოსტი "საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ გამარჯვებულიც“ – თემურ ქეცბაიას ემოციური პოსტი /> "/> " />


  08:22:13     28-06-2024

"საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ გამარჯვებულიც“ – თემურ ქეცბაიას ემოციური პოსტი

17195487606-kecbaia.jpg

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატების შესახებ პოსტს აქვეყნებს: 

„მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ, რასაც მთელი 10 დღის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართველ გულშემატკივართან ერთად ვგრძნობდი. როგორც არ უნდა დასრულდეს ევროპის ჩემპიონატი, საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ გამარჯვებულიც, რადგან ძნელი წარმოსადგენია, სადმე ისე გააერთიანოს ხალხი ამ წარმატებამ, როგორც ჩვენთან.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი, წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ამ ტურნირამდე მოსვლისთვის. ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ჩემთვის ეს 10 დღე ყველაზე ბედნიერი და ემოციური პერიოდია, რომელიც ჯგუფური ეტაპის პერიოდში გერმანიაში გავატარე.
მადლობა გულშემატკივარს, ასეთი მხარდაჭერისთვის.
წარმატებები ჩვენ ქვეყანას“, – წერს თემურ ქეცბაია.


ავტორი: presa.ge